შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი წინადადებები წარუდგინა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ, რომელიც, კერძოდ, ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფირმაციას Bloomberg ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა თავისი გეგმა წარადგინა 17 აპრილს პარიზში გამართულ შეხვედრებზე.
Bloomberg-ის წყაროების თქმით, მათი წინადადება ომის დე ფაქტო გაყინვას ითვალისწინებს, რა დროსაც რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება.
აშშ-ის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას და უარყოფს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების განხილვას, წერს Bloomberg-ი და აღნიშნავს, რომ წყაროებმა უარი თქვეს სხვა დეტალების გამჟღავნებაზე.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ გეგმები არ იქნება „საბოლოო გადაწყვეტა“ და რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები არ აღიარებენ მის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში.
გამოცემის წყაროებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები უშედეგო იქნება, თუ რუსეთი არ დათანხმდება ბრძოლის დასრულებას და აღნიშნეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების მნიშვნელობა ნებისმიერი შეთანხმების უზრუნველსაყოფად.