უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა 18 აპრილს გამთენიისას რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
„ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გძულდეს, რომ წითელ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს ასეთი სარაკეტო დარტყმები მიიტანო ჩვეულებრივ ქალაქზე
და როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, „პატრიოტის“ სისტემებისა და რაკეტების მოწოდების თხოვნით, რომლებსაც შეუძლიათ დაგვიცვას ამ რუსული ბოროტებისგან - ფრთოსანი რაკეტებისგან, ბალისტიკისგან - ჩვენ მათ მივმართავთ იმ დაცვისთვის, რომელსაც ყველა ერი იმსახურებს.
და ასე არ უნდა იყოს, რომ ზოგი უფრო მეტ დახმარებას იმსახურებს, ზოგი კი ნაკლებს. ეს ქრისტიანულია - დახმარება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს დახმარების ასეთი შესაძლებლობა.
და არ უნდა იყოს, რომ ზოგიერთო ტერორისტი შეიძლება როგორმე გაექცეს შედეგებს, თუმცა ის ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა.
რუსეთი იმსახურებს სულ მცირე მკაცრ სანქციებს, რომლებიც წარმოადგენს შურისძიებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს“, - წერს ზელენსკი.
18 აპრილს დილით, რუსებმა ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 103 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი.