პროტესტის ნიშნად, საზოგადოებრივი მაუწყებელსი ორმა თანამშრომელი ტოვებს.
ტელევიზიას დატოვეს თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა.
ინფორმაციას კახიანი Faceook-ზე ავრცელებს.
"გუშინ პირველი არხის სახეები, ბრენდის წარმომადგენლები ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ბრალდებით. არხის მიკერძოებულობაზე საჯაროდ ილაპარაკესო. ანუ მიკერძოება კი არაა პრობლემა, არამედ ამაზე საჯაროდ ლაპარაკია პრობლემა.
ყველაფერი გაკეთდა, რომ არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს. საკუთარ თავსაც მოვიაზრებ ასეთად.
ასევე, არხი დატოვა დავით ველიჯანაშვილმა. ვიცი, რომ არა ერთი სხვაც ან საკუთარი განცხადებით წავა ან უბრალოდ სხვადასხვა მოტივით გაუშვებენ.
სამწუხაროათქო რომ ვთქვა, მოვლენების არსს ვერ გამოვხატავ. თუ გადავრჩი, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, ოდესმე აუცილებლად აღვწერ რა და როგორ მოხდა საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ არხზე, რომელსაც სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ამბიციები ჰქონდა.
შევეცდები აკადემიური ენით გადმოვცე თუ როგორ გამაზრდევინა არხმა შვილი და მერე როგორ წაართვა მას საცხოვრებელი სივრცე. ახლა ამაზე ფიქრიც კი მიჭირს", - წერს ის.
წამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს.