დღეს, 3 ნოემბერს, კახეთში, ყვარლის რაონში, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსება. საწარმოს მშენებლობა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
დღესვე თელავში, ამავე პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება.
ახალი მომსახურების ცენტრი ფერმერებს ვეტერინარული მედიკამენტებით, მანქანა-დანადგარებით და კვალიფიციური, აგრონომიული ტრენინგითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს.