რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას გამოეხმაურა.
„ბოლო სამი წელი რაზეც გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენ მიერ „მოგონილ“ ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – წერს მამუკა მდინარაძე.