ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო იქნება თავისუფალი - წერს სოციალურ ქსელში კონგრსესმენი ჯო უილსონი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვმასპინძლობ ბოლო დღეების განმავლობაში და დღეს ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო იქნება თავისუფალი" - წერს ჯო უილსონი X-ზე.