აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადო და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტია. იგი პრეზიდენტის თანამდებობას ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდა, რაც ბოლოს აშშ-ში დაახლოებით 150 წლის წინ მოხდა.
კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც.
78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს.
ცივი ამინდის გამო, ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის გარე კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართა.
პრეზიდენტობის პირველივე დღეს, დონალდ ტრამპი 100-ზე მეტ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელს.