მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, რომ ხელი შეუწყო ყველა მაღალი დონის კონტაქტს და მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლების ბრძოლას!"
წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება.