შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამის შესახებ მან კაპიტოლიუმში, თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა.
ტრამპის თქმით, იგი ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს.
გამოსვლის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტებს, მათ შორის ჯო ბაიდენს, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებოდნენ.
"დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ დაიწყებს აყვავებას და იგი იქნება პატივცემული მთელი მსოფლიოს მიერ. ჩვენი ყველა ერს შეშურდება და ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ, რომ გამოგვიყენონ", - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი დადო და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტია. იგი პრეზიდენტის თანამდებობას ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდა, რაც ბოლოს აშშ-ში დაახლოებით 150 წლის წინ მოხდა.
კაპიტოლიუმის შენობაში ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც.
78 წლის ტრამპი თეთრ სახლს შემდეგი 4 წლით დაიკავებს.
ცივი ამინდის გამო, ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის გარე კიბეების ნაცვლად, შენობაში გაიმართა.
პრეზიდენტობის პირველივე დღეს, დონალდ ტრამპი 100-ზე მეტ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელს.