ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, შემოდგომიდან ოპოზიციაში, შესაძლოა, "ახალი გადაჯგუფებები" მოხდეს.
"არ არის გამორიცხული, ოპოზიციაში ახალი გადაჯგუფებები მოხდეს, თუ ოპოზიცია თავისი მარცხის გათვალისწინებით სერიოზულ დასკვნებს გააკეთებს. ეს მარცხი ოპოზიციას უბიძგებს ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ ან მათი კონსოლიდაცია მოხდეს", - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია განცდილი მარცხის შემდეგ სავარაუდოდ შემოდგომიდან გააქტურდება, რადგან ქართულ პოლიტიკაში "პოლიტიკოსებს და წიწილებს სწორედ შემოდგომით ითვლიან".
"ოპოზიციის გააქტიურებაში მარტო დათო აქუბარდიას ეკრანზე აქტიურობას არ ვგულსხმობ. აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადაგმა, ტაქტიკასა და სტრატეგიაში ცვლილებების შეტანა. ამას კაბინეტური მუშაობა სჭირდება, დაკეტილ კარს მიღმა ანალიტიკური მუშაობა", - აღნიშნა ცინცაძე.