საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ აფხაზეთში ისტორიული ძეგლების დაცვაში "დახმარების" შესახებ სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
"მოსკოვი არ კმაყოფილდება რა საქართველოს ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის მიტაცებით, ახლა ცდილობს საკუთარი რეცეპტებით საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის "პრივატიზაცია" მოახდინოს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ისტორიის განუყოფელ კუთვნილებას. ცდილობენ რა წაშალონ ამ ჭეშმარიტების ყოველგვარი კვალი, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ ბარბაროსულად ნადგურდებოდა და ნადგურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურისა და ისტორიის ძეგლები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა განცხადებაში.
ამასთან, ვაშაძის შეფასებით, მეკობრეობა ყოველთვის იყო და არის კრემლის იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ სრულიად რუსეთის საზოგადოებამ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ხელშეკრულება გააფორმა.