საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოკლვლევით, ის შედეგი დადგება, რომლის იმედიც არსებობდა.
როგორც პრეზიდენტმა გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში განაცხადა, მართალია საბოლოო შედეგები არჩევნებისა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ეგზიტპოლების წინასწარი შედგები და პოლიტიკური გამოცდილება, ინტუიცია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაახლოებით იმდენივე რაოდენობის ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ოთხი წლის წინანდელ ადგილობრივ არჩვენებზე.
"ესე იგი, ჩვენ არ ჩამოვვარდნილვართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ კიდევ გაქვს ჩვენი ხალხის მხარდაჭერა. თუ გიგი უგულავას შემთხვევაში, ეს მხარდაჭერა ოთხი წლის წინ ეფუძნებოდა იმას თუ რას გააკეთებდა მაშინდელი თბილისის მერი, ახლანდელი მხარდაჭერა ეფუძნება უკვე იმას, რაც გაკეთდა და 10-ჯერ უფრო მეტ იმედს და მოლოდინს იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გამომდინარე აქედან, მისი თქმით, ეს მოსალოცია და ამავე დროს ძალიან მძიმე შრომაა მომავალში.