ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პატაკში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შს-ს სანქცირებულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერს და საპროტესტო აქციებზე "593 სამართალდარღვევის ფაქტზე" რეაგირებას შსს-ს სთხოვს.
იურისტები ამბობენ, რომ ვაჟა სირაძის მიერ ვახტანგ გომელაურისთვის მსგავსი თხოვნით მიმართვა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ რეჟიმს გარკვეული პირები, რომელთა წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებას აპირებს, უკვე ამორჩეული ჰყავს.
მიზნად აქვთ იმ რაოდენობის ადამიანების დაბარება, ვინც თავისუფლებაზე/რუსთაველზე დგანან და აქამდე კიდევ არ ყოფილან. უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს მტკიცებულებების ჩაბარებას, ამ პიროვნებების ამოცნობას და ვიდეომტკიცებულებების ისე წარდგენას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს. საქმეში უკვე გამოჩნდა მტკიცებულებები, სადაც ამბობენ, მაგალითად, მოგვეცით 20 თებერვლის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში ვიდეომასალა.
ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვიღაცები წინასწარ ამორჩეულები არიან. ამ უწყებებმა იციან ეს პიროვნებები რა დროს იდგნენ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს პოლიციის მიერ მიწოდებული, ან ისე გაგებული." - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
![](http://ghn.ge/uploads/editor/1333605283.png)