"ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ X-ზე წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და რეჟიმის პატიმრების, მათი საქმის მოსამართლეებისა და პროკურორების სიას აქვეყნებს.
"ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ," - წერს უილსონი.