ონის რაიონის სოფელ ღარში მაჟორიტარის არჩევნები ჩაიშალა. ამის შესახებ განცხადება ალიანსის საარჩევნო შტაბის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მაჟორიტარის ბიულეტინი არასწორადაა დაბეჭდილი და სწორედ ამის გამო სოფელ ღარში მაჟორიტარის არჩევნების ჩაშლილად გამოცხადდება.