სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ვუსურვებ ყოველგვარ სიკეთეს, წარმატებებს თითოეულ მის თანამშრომელს. გილოცავთ დაარსებიდან 5 წლის თავს. ვფიქრობ, რომ ვინც სააგენტოს მუშაობას ადევნებდა თვალყურს, დამეთანხმება იმაში, რომ სააგენტომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ 5 წლის განმავლობაში, რომელიც არ იყო მარტივი მედიასივრცისთვის.
ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, რომ თავისუფალ გარემოში იმუშაოს. იმუშაოს იქ სადაც თავისუფალი სიტყვა ფასობს, იქ სადაც თავისუფალი სიტყვა არ იდევნება და გისურვებთ რომ მომავალი წლები წარმატების, ობიექტური მუშაობის, ობიექტური მუშაობის გარემოს და ქვეყნის წინსვლის წლები ყოფილიყოს.
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე