სულითა და გულით გილოცავთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობა. პირველ რიგში, ის ინფორმაცია, რომელიც ქართულ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში ვრცელდება ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
მე ვეცნობი ქართულ პრესას და იქ ყოველთვის მოწინავე ქართული გაზეთები ძალიან ხშირად თქვენს მიერ გადაცემულ მასალებს ეყრდნობიან. ეს ნიშნავს, რომ ამით თქვენ დადებითი როლს თამაშობთ იმ ქართველი მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა საკითხებით და ამის შესახებ დროულად აწვდით ინფორმაციას. ამისთვის დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ.
ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი