უკვე ხუთი წელია საინფორმაციო სააგენტო GHN წარმატებით მოღვაწეობს ქართულ მედია სივრცეში. დაუზოგავი შრომის შედეგად თქვენ შეძელით ქართული საზოგადოების ნდობა და პატივისცემა დაგემსახურებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმირებული სტატისტიკის ეროვნული სამსახური სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს, ამ პერიოდის განმავლობაში GHN-თან თანამშრომლობა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
GHN-ის ობიექტურობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვაძლევს მყარ გარანტიას იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ორმხრივად სასარგებლო იქნება.
გილოცავთ 5 წლის იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე