მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.51 აშშ დოლარით შემცირდა და 71.17 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 0.17 აშშ დოლარით მოიმატა და 70.21 აშშ დოლარი შეადგინა.