იტალიური მედიის ინფორმაციით, "გაზპრომი", შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ "მილანის" აქციონერი გახდეს. კლუბის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, რომელიც თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს.
მედიის ცნობით, კლუბი, "გაზპრომმა", შესაძლოა, 150-180 მლნ ევროდ შეძინოს, რის შედეგად იგი კლუბის აქციათა ბლოკპაკეტს მიიღებს. "მილანის" წარმომადგენლები აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
"მილანი" 1899 წელს დაფუძნდა და ამ დროისათვის ერთ-ერთ ტუტულოვან ევროპულ საფეხბურთო კლუბს წარმოადგენს.