აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი არ აპირებს დარჩეს რესპუბლიკად რომელიც მხოლოდ მანდარინისა და მიმოზის ექსპორტს ახდენს. მისი თქმით, აფხაზეთის ეკონომიკის ძირითადი განმავითარებელი ტურიზმი უნდა იყოს.
"მხოლოდ ციტრუსითა და მიმოზით ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ. კურორტები და ყოველწლიურად ტურისტთა ნაკადის გაზრდა უნდა გახდეს ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლის წყარო. თუ 2009 წელს ჩვენთან 1 მილიონ ტურისტამდე ჩამოვიდა, წელს კი ამ ციფრის 15 %-მდე გაზრდას ველით", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ამას გარდა, ბაღაფშის თქმით, აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
ამას გარდა, ბაღაფშის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სეპარატისტების წინადადებას შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები