ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ორი ავტოავარია მოხდა, რომელთაგან ერთს მსხვერპლი მოჰყვა.
გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ჯიპი" შეეჯახა, მიკროავტობუსში სავარაუდოდ, უცხოელები იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია მიკროავტობუსში მყოფი სამი მგზავრი.
აღნიშნული შემთხვევიდან ერთი საათის შემდეგ კი, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ერთმანეთს ორი მიკორავტობუსი შეეჯახა. დაზარალებულები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.