ესტონეთი და ლიეტუვა არ იმართება სუვერენულად, მოქმედებენ დაკვეთებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად. ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ცაჰკნას თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ძალადობას გააგრძელებს, ესტონეთი მზად არის სანქციები გაამკაცროს და მათ შორის, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა.