მახაჩკალაში შამილის პროსპექტზე ავტომობილი აფეთქდა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნელი სამართალდამცავები ავრცელებენ.
"შს სამმართველოს რაიონულ განყოფილებასთან ავტომობილი "ოპელ-ასტრა" აფეთქდა. ავტომობილი დაიწვა მასში კი გარდაცვლილის ცხედარი იყო. ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ბრიგადა მუშაობს",_ აცხადებენ სამართალდამცავები.
აფეთქება გუშინ ღამით მოხდა. სამართალდაჯმცავთა ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი ადამიანის სავარაუდო ვინაობა უკვე დადგენილია, თუმცა იგი გამოძიენის ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.
მათივე ინფორმაციით,უკვე ცნობილი ისიც, რომ მანქანაში აფეთქდა ის მოწყობილობა, რომელიც გარდაცვლილს ავტომობილით გადაჰქონდა. გარდაცვლილი ასევე შეიარაღებული იყო. აფეთქების შედეგად ავტობილიდან "ტე-ტეს" ტიპის იარაღი გადმოვარდა. ამას გარდა, ავტომობილის დათვალიერების შედეგად მასში "საიგას" ტიპის კარაბინი აღმოჩნდა გადაჭრილი ლულით.
მასალის გამოყენების პირობები