დღეს, 22 მაისს, 11:00 საათზე, ქ. მცხეთაში მინიფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდება.
ჩემპიონატი საქართველოს პროკურატურის ხელშეწყობით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქ. მცხეთის და სოფელ წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე პროკურატურის, პოლიციის, პატრულის, პრობაციის სამსახურის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდებმა.
ტურნირი 8 მაისს დაიწყო და ორ კვირას გაგრძელდა.