აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა 2014 წლამდე არსებულ საზღვრებს დაუბრუნდეს. იუწყება The Washington Post
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი დიდი ალბათობით, ვარაუდობს, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიის დათმობა რუსეთისთვის ომის დასრულების მიზნით.
ტრამპის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ შეძლოს რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება.
„მე ასე მგონია... მე არ გამოვთქვამ ჩემს აზრს ამაზე, მაგრამ ბევრი წავიკითხე და ბევრს მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა [რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყველა ტერიტორიის დაბრუნება]. ზოგიერთი დაბრუნდება. მე ვფიქრობ, რომ ნაწილი დაბრუნდება. დიახ, ამ ტერიტორიების ნაწილი [რუსეთის მიერ ოკუპირებული] დაბრუნდება", - განაცხადა ტრამპმა.