უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა უმაღლესი რადის დეპუტატს, „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერსა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს. იტყობინება ონლაინ გამოცემა Forbes Ukraine.
გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
გამოცემა არ აკონკრეტებს, რა სახის სანქციებზეა საუბარი.
თავად პეტრო პოროშენკომ ფეიბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
"დამკვეთი, შემსრულებელი და ხელმომწერი ერთია - პირადად ზელენსკი", - დაწერა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 12 თებერვალს თავის ყოველდღიურ მიმართვაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა:
"მილიარდები, რომლებიც გამოიმუშავეს არსებითად უკრაინის, უკრაინის ინტერესების, უკრაინის უსაფრთხოების გაყიდვით, უნდა დაიბლოკოს და უნდა გამოყენებულ იქნეს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად".
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 20 მაისამდე.