აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, პუტინს „მშვიდობა სურს“.
„ვფიქრობ, დიდი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას სურს, რომ ეს დასრულდეს“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია შესაძლო მოლაპარაკებების თარიღი.
ტრამპს ასევე ჰკითხეს უკრაინაში ვიზიტის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას მომავალში.
„ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება, ეს ომი კატასტროფაა“, – აღნიშნა ტრამპმა.