19 მაისს ღამით პარიზში ხელოვნების გალეერედან პაბლო პიკასოს, ანრი მატისის და სხცა ცნობილი მხატვრების ხუთი ნახატი მოიპარეს. ნახატების ღირებულება 500 მლნ ევროს შეადგენს.
მძარცველებმა თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის რკინის ღობის საკეტი გატეხეს და მინა ამოჭრეს. ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ გამთენიისას შეიტყო.
გამოძიებას აწარმოებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფი.