ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით წერს.
"ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია. ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს", -
სალომე ზურაბიშვილი.