უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან გააფრთხილა მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ.
„ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. განვიხილეთ უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. განვიხილეთ მთავარი გზავნილები და მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ყველა ევროპელის პოზიციების კოორდინაციის საჭიროება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან, მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ ნატო-ში გაწევრიანება იქნებოდა ყველაზე ხარჯეფექტიანი პარტნიორებისთვის“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე წერს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა სერიოზული ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში.
„ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების შესახებ მზადყოფნასთან დაკავშირებით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. X-ზე.
ზელენსკის თქმით, ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს უკრაინაში ხანგრძლივი და რეალური მშვიდობის დასამყარებლად საჭირო პირობებზე ესაუბრა:
"მე ვისაუბრე პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან. ჩვენ განვიხილეთ პირობები, რომლებიც საჭიროა უკრაინაში ხანგრძლივი და რეალური მშვიდობის დასამყარებლად და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, თუ უკრაინას, ევროპას და აშშ-ს არ ექნებათ ერთიანი პოზიცია" - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.