საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თურქეთის პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მიწვევით დაესწრებიან თურქეთის მმართველი პარტიის - "სამართლიანობისა და განვითარების პარტია~ _ ყრილობას, რომელიც ანკარაში 3-4 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ხელმძღვანელობს. ყრილობაზე არჩეულ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე და მმართველი საბჭო.