ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
თოიძის #28-ში საცხოვრებელ სახლს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. 63 316 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გამაგრდება სახლის საძირკველი, კედელი მოიჭიმება ლითონის ბადით.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 85%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 15%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართზე 3 ოჯახი ცხოვრობს.
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახლების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 30 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებში 1 054 204 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.