სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება, ავარიულად 4800 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგება დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.
“თბილისი ენერჯი” აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.
“გაცნობებთ, რომ შპს „ბიემს” - ის მიერ "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს 25 აპრილს 15:20 სთ-იდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში, ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს “ქართული სახლი”-ს, ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32-ის, ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს “კოდი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34, ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას.
აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს “ოთო” (ფ/პ ნათია ჯანიაშვილი (შპს “თავთავი”), შპს “კამელინი”( შპს ,,ორბელი 91”) აბ: მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა “დავითიანი”) ნაკადულის ქუჩაზე - ი/მ დავით ხაბაზაშვილი (აბ: სკოლა # 82 გარდაბნის გზ-ზე - # 78 საჯარო სკოლა (აბ: ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი), ი/მ ნ. ტალახაძე აბ, საჯარო სკოლა და სხვა.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება: დღეს 25 აპრილს 18:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის
"თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.