საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად უკრაინელი პოლიტიკოსია და მისი მხრიდან ქართულ სახელმწიფოზე საუბარი არასწორია.
„სააკაშვილი არ ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, მისი განხილვა ჩემი თემა არ არის. შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს იმის კომპლექსი, რომ ბოლომდე ვერ დაამათავრა სააკაშვილთან ურთიერთობა. მე მისი კრიტიკა 2003 წელს დავიწყე და დავამთავრე 2012 წლის 1 ოქტომბერს. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც მივიჩნიე რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი შეეხო მართლაც მნიშვნელოვან თემებს. მაგალითად, როდესაც გადაწყვიტა, რომ ჩვენებას არ მისცემს, მე მივიჩნიე, რომ ეს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ცუდი იყო და მოვუწოდე მას, მიეცა ჩვენება. როდესაც სააკაშვილი გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე ჩართვით და საუბრობდა ხელისუფლების შეცვლაზე, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ის საქართველოს მოქმედი პოლიტიკოსი არ არის, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და როდესაც ის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ქართულ სახელმწიფოზე საუბრობს, მე ეს მიმაჩნია პრინციპულად არასწორად“,-განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა ,,პოლიტიკაში” სტუმრობისას.