უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ პირველი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ფრონტის კურსკის მიმართულებით უკვე 23 ოქტომბერს იქნებიან.
ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
ხვალ ველოდებით პირველ ქვედანაყოფებს კურსკის მიმართულებით“. - თქვა მან.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სამხედროა და როგორ იქნებიან ისინი აღჭურვილები. ბუდანოვმა დასძინა, რომ ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის დაზვერვამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის საოკუპაციო არმიის დასახმარებლად 12 ათას სამხედროს გაგზავნის.