პარტია "ფედერალისტების" წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ნონიაშვილის თქმით, ჩხრეკის საფუძელი Atlantic Council-თან დაკავშირებული გამოძიებაა, სადაც მისი მეუღლე სოფო გელავა მუშაობს.
"ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა". - წერს ნონიაშვილი.