გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
როგორც კრემლში განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი განიხილავენ მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობას, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას. გუტერეშის ოფისს გუშინდელ დღემდე არ დაუდასტურა მისი ვიზიტი ყაზანში.
ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება.
ყაზანის სამიტს BRICS-ი წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა ესწრება ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტირეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი..
BRICS-ი 2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა დააფუძნეს. მათ 2010 წელს შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში მიიწვიეს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის უფრო მდიდარი ქვეყნების ალტერნატივისთვის, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების მიზნით შეიქმნა