14 სექტემბერს, 16:00 საათზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ქართული პოეზიის მთარგმნელობითი სემინარების დასრულებასთან დაკავშირებით, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. #13) გაიმართება 6 ქართველი პოეტის - ირაკლი ჩარკვიანის, ლელა სამნიაშვილის, შოთა იათაშვილის, მაია სარიშვილის, გაგა ნახუცრიშვილისა და რატი ამაღლობელის ნაწარმოებების ინგლისურენოვანი თარგმანების საჯარო კითხვა. ღონისძიების მოდერატორი იქნება პროექტის ქართველი რედაქტორი გაგა ლომიძე.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს მწერალთა სახლი.
ინგლისურენოვანი თარგმანები მომზადდა ბრიტანელი პოეტების მიერ, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.
სემინარების ფარგლებში მომზადებული ექვსი ქართველი პოეტის ნაწარმოებების ლიტერატურული თარგმანები „Arc Publication"-ის მიერ ანთოლოგიის სახით 2015 წელს გამოიცემა.