თეთრი სახლი X-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „ჩაეხუტე პინგვინს“.
გავრცელებულ ფოტოზე გრენლანდიის პეიზაჟია ნაჩვენები, რომლის ფონზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პინგვინია გამოსახული. პინგვინს აშშ-ის დროშა უჭირავს.
ტრამპი არაერთხელ უსვამს ხაზს გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობას შეერთებული შტატებისთვის. მან განაცხადა, რომ კუნძული კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის არქტიკულ რეგიონში მდებარეობის გამო.
შეგახსენებთ, 21 იანვარს, დავოსში გამოსვლისას ტრამპმა პირობა დადო, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა, თუმცა კუნძულის კონტროლის სურვილი კიდევ ერთხელ გაიმეორა.
შემდგომში მან განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალ შეთანხმებას საფუძველი ჩაეყარა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს აღარ დაუწესებს.