აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი. ინფორმაციას CNN აშშ-ის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, დარტყმის შემდეგ ერთი ადამიანი გადარჩა და მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ბოლოს ამერიკელმა სამხედროებმა ორი ნავს 31 დეკემბერს დაარტყეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ სახელით ცნობილი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნარკოტიკებით ვაჭრობის შეზღუდვისკენ არის მიმართული, გემებზე თავდასხმების შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა.