რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 16 წლის ბიჭს ჭრილობები დანით ხელის არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის კამათი აფთიაქთან დაიწყო და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილი მალევე "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩუატარდა.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.