დამისამართების ერთიანი სისტემის განვითარებისათვის საქართველოში კონცეფცია მომზადდა.
სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტის „დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი პირები, თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის, სტატისტიკის დეპატრამენტის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წევრები დაესწრნენ.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კონცეფციის მომზადებას საქართველოში მისამართების ერთიანი რეესტრის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციტივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება. პროექტის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შSIDA).
ცნობისთვის, ქვეყანაში არ არსებობს რაიმე მონაცემთა ბაზა ან კომპეტენტური საჯარო დაწესებულება საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება კონკრეტული მისამართების, მათი არსებობისა თუ არ არსებობის შესახებ. პრობლემა რომელიც დამისამართებას შეეხება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.
პროექტი მიზნად ისახავს, განისაზღვროს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე და დადგინდეს სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.
მისამართების რეესტრის კონცეფცია შემუშავდა ყველა საჯარო დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დაწესებულებებს შორის შეთანხმების მიღწევას ყველა პრობლემის მოგვარების გზებზე, რაც ამ სფეროში არსებობს.
ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, საჯარო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა მისამართების სისტემასთან მიმართებაში, საერთო ანალიზის გაკეთება და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ აღნიშნულ პროექტს `საუკუნის პროექტი~ უწოდა.
მისი თქმით, დამისამართების პროექტი არის საქართველოს მასშტაბით არსებული ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი.
`საქართევლოში დამისამართების კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ საბჭოური მემეკვიდრეობა გვერგო - სახელმწიფოში არასწორი მისამართების მინიჭების კუთხით: ქალაქებში ზოგიერთ კორპუსს არა აქვს მისაამრთი, სოფლებში კი საერთოდ არ არსებობს მისამართები. ეს პროექტი მიზნად ისახავს ამგვარი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას. დონორ ორგანიზაციებს ვთხოვთ შემდეგი ეტაპის დაფინანასებას. დამისამართების პროექტის შემდეგი ეტაპი გულისხმობს შენობებისთვის მისამართების ხელახლა მინიჭებას, თითოეული სახლისთვის კონკრეტული, უნიკალური ნომრის მინიჭებას, რომლითაც ამ შენობის იდენტიფიკაცია მოხდება~,-განაცხადა ვაშაძემ.
სამოქალაქო რეესტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, დამისამართების კონცეფცია ქვეყნის მასშტაბით ყველა მისამართის ერთიან ბაზაში აღრიცხვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, სავარაუდოდ 2011-2012 წლებში, ეტაპობრივად ჯერ თბილისის, ხოლო შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების დამისამართება უნდა მოხდეს.