იალტაში შეიაიარაღებული რუსი სამხედროები ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ ერთ ბლოგერზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ინფორმაციას დასტურად ვიდეომასალაც ახლავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბლოგერმა სერგეი პსარევმა ვიდეოფირეზ აღბეჭდა თუ როგორ თავისუფლად გადაადგილდებიან რუსული სატვირთო ავტომობილები რუსული ნომრებით ყირიმში. ვიდეოფირზე კი კარგად ჩანს, რომ სატვირთო ავტომობილებში შეიარაღებული რუსი სამხედროები სხედან. ამ ინფორმაციას „გაზეტა.რუ" ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არიან ჩასულნი რუსი სამხედროები ყირიმში გამოჩნდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც დაიწყო ყვირილი, რომ ჟურნალისტისათვის კამერა წაერთმიათ.