უკრაინის ახალმა შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ბერკუტის" ლიკვიდაციის ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფრმაცია მან ამის შესახებ სოციალური ქსელის თავის გვერდზე განათავსა.
„ბერკუტი - აღარ არსებობს. მოვაწერე ხელი №144 ბრძანებას მილიციის სპეცდანაყოფ „ბერკუტის" ლიკვიდაციის შესახებ",_ ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.