პოპულარული მესინჯერი WhatsApp, რომელიც სულ ახლახანს Facebook -მა რეკორდულ ფასად, 19 მლრდ დოლარად შეიძინა, ამიერიდან ხმოვან ზარებსაც განახორციელებს.
როგორც Mobile World Congress -ზე (MWC) სერვისის შემქმნელმა იან კუმმა განაცხადა, განახლებული ვერსია iOS -სა და Android -ის საოპერაციო სისტემებისათვის 2014 წლის მეორე ნახევრიდან გამოვა. ხოლო რაც შეეხება BlackBerry -სათვის, Windows Phone -სა და Symbian -თვის ის ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის , WhatsApp -ს მხოლოდ ხანმოკლე აუდიოფაილებს გზავნის, მაშინ როდესაც Viber -ი და Skype -ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩვეულებრივი, ხანგრძლივი ხმოვანი შეტყობინებები გაგზავნონ.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი ფუქციის ჩაშვებით, Facebook -ს სურს ის დანახარჯები, რაც WhatsApp -სთვის დახარჯა, ოდნავ მაინც ამოიღოს.