საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენ სტენი ჰოიერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით მრავალ რეფორმას ატარებს.
პრემიერი აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
კონგრესმენ ჰოიერთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე დაესწრნენ.