საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტისფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნულ სასაფლაოზე გენერალი ჯეფრი ბუჩანანი მიესალმა. ცერემონიაში 330 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ საზეიმო ზალპი 19-ჯერ გაისროლეს. შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მდებარე მუზეუმიც დაათვალიერა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ცერემონიის ხელმძღვანელმა ჰარი ჰარდმა კი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სერთიფიკატით დააჯილდოვა.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შემკობის ცერემონიაში საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები