უკრაინული ოპოზიციური პარტია „უდარი"-ს ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს თავის განზრახვას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
„მე კენჭს ვიყრი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინამ თამაშის წესები სულ უნდა შეცვალოს. სამართლიანობა უნდა იყოს. ვიცი ზუსტად, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია",_ განაცხადა კლიჩკომ.
მას ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირება პროფესიონალიზმისა და კანდიდატების მორალური თვისებების მიხედვით მოხდება.
„მთავრობა საკვანძო პრინციპების მიხედვით იქნება ფორმირებული - უპირეველეს ყოვლსა ეს იქნება პროფესიონალიზმი და მორალური თვისებები",_ განაცხადა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს არის დანიშნული. საპრეზიდენტო კამპანია კი გუშინ 25 თებერვალს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები