,,მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
"მწვანეთა პარტიამ" მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გავიდეს დამოუკიდებლად და წარადგინოს მერობის კანდიდატი. როგორც პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, მერობის კანდიდატი ვიქნები მე, გიორგი გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.